სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკო: ადგილი ჰქონდა სტამბურ შეცდომას და ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები

ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე ბიულეტენების აკინძვისას სავარაუდო სტამბურ შეცდომაზე საუბრობს. როგორც ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნების ბიულეტენები.
„სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა გარკვეულ სტამბურ შეცდომას, როდესაც სტამბაში ბიულეტენების ბლოკნოტებად აკინძვა მოხდა. ერთმანეთს შეერია დუშეთისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ბიულეტენები. ასეთი სულ ორი ბლოკნოტია. აღნიშნული ხარვეზი ამ ეტაპზე გამოსწორებულია. თუმცა, რაც შეეხება ბიულეტენებს, რომლებიც დუშეთის ოლქისთვის იყო განკუთვნილი და გამოიყენეს ლაგოდეხში, კომისია იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და კანონის თანახმად, გაბათილებული იქნება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100