
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში - თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
კომენტარი