
ძლიერი ხანძარი ქობულეთში – ცეცხლი მეჩეთს წაეკიდა
ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, მეჩეთი დაიწვა.
ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
კომენტარი