
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გადაიყვანეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით კიდევ 1 პაციენტი გადაიყვანეს.
დავით ბარლიანის ინფორმაციით, ის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გვიან ღამით შეიყვანეს. არის რისკჯგუფის პაციენტი გამოხატული მაღალი ცხელების სიმპტომატიკით.
ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მკურნალობენ სხვა დადასტურებული დიაგნოზის მქონე 2 პაციენტს, ხოლო საკარანტინო სივრცეში 46 პირს აკვირდებიან. აქედან 34 სამხედრო პირია.
კომენტარი