
ივანიშვილს დღეს სინგაპურის სასამართლოში დაკითხავენ
ბერმუდას შემდეგ სინგაპური - ბიძინა ივანიშვილს დღეს სინგაპურის სასამართლოში დაკითხვენ. ქართველი ოლიგარქის გამოკითხვა დისტანციურად ჩატარდება. ივანიშვილი შვეიცარულ ბანკს რვაას მილიონ დოლარს ედავება.
"ბლუმბერგი" წერს, რომ "დღეს ჩვენებას მისცემს ქართველი მაგნატი , რომელიც საქართველოს პრემიერი იყო.
ბერმუდაში გამარჯვების შემდეგ სინგაპურის სასამართლო პროცესები გადამწყვეტია.
ჯერჯერობით უცნობია რას იტყვის ივანიშვილი სხდომაზე.
კომენტარი