
რუსეთში ჯარისკაცმა ცეცხლსასროული იარაღით სამი ადამიანი მოკლა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟში მდებარე სამხედრო აეროდრომზე სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაჯახით შეირაღებულმა ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ოფიცერი განაიარაღა და აეროდრომის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რასაც, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისათვის თავდამსხმელი ერთ-ერთ შენობაშია გამაგრებული და დანებებას არ აპირებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი