
„GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა
4 აგვისტოს „GINO-Paradise"-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.
ბავშვებმა „GINO-Paradise"-ის სრული მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს.
„Gino Paradise” ყოველთვის მზად არის გვერდში დაუდგეს საქველმოქმედო ინიციატივებს. მსგავსი აქციები მომავალშიც იგეგმება.
კომენტარი