
იტალიის ქართველი ჩემპიონი
ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია. სანიკიძემ ოქროს მედლები სიენის "მონტეპასკისთან" ერთად მოიპოვა.
"მონტეპასკიმ"
რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა ფლეიოფში წარმატებულად
იასპარეზა და ფინალურ სერიაში "რომა" 4-1 დაამარცხა.
ბოლო, გადამწყვეტი მე-5 მატჩი იტალიის დედაქალაქში გაიმართა და ეს შეხვედრა
სიენელებმა 79-63 მოიგეს. სანიკიძემ ამ მატჩში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და ორი ქულა
და ორი მოხსნა დააგროვა. სიენელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით
ბრაუნი იყო.
"მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა.
კომენტარი