
ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა
ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა კაბუმ საპატიმრო დატოვა. ქართველ მსახიობსა და რეპერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
კომენტარი