
“ტორპედომ” სლოვენიაში “ჰაპოელი” დაამარცხა
სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” ორშაბათს პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. გიორგი კიკნაძის გაწვრთნილთა მეტოქე, ისრაელის ლიგატ ალი-ის (ჩვენებური უმაღლესი ლიგა) ბინადარი, ჰაიფას “ჰაპოელი” გახლდათ. სპარინგი ქართველების უპირატესობით წარიმართა და მათი მინიმალური გამარჯვებით დასრულდა - 1:0. შეხვედრის 68-ე წუთზე თავი გიორგი მეგრელაძემ გამოიჩინა, რომელსაც საჯარიმოში თენგიზ ჩიკვილაძემ უპასა, მან კი, კიპერს ეფექტური დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო.მატჩი ქართველებმა ასეთი შემადგენლობით გამართეს: მიგინეიშვილი, დაჩი ფოფხაძე, სევასტი თოდუა, ქემოკლიძე, გურული, დოლიძე (იოსელიანი, 77), ჩიკვილაძე (ჩხარტიშვილი, 70), თარხნიშვილი, სეთურიძე (დავით კირკიტაძე, 77), დავით ბოლქვაძე (კუხიანიძე, 75), რევაზ გოცირიძე (მეგრელაძე, 57).
კომენტარი