მსოფლიო პატრიარქმა აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩაიტარა
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს. ვაქცინაცია სტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკაში ჩატარდა. ორი კვირით ადრე აცრა რომის პაპმა ფრანცისკემაც ჩაიტარა.
მსოფლიო პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტამბულის კლინიკის მედპერსონალსა და მთელი მსოფლიოს ექიმებს იმ უსაზღვრო თავდადებისა და სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანების გადასარჩენად იჩენენ. პატრიარქმა ბართლომემ ისურვა, რომ მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად, უმოკლეს დროში, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს.
კომენტარი