ქაცარავა: საქართველოში არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია დაგეხმაროთ
ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს.
„გული მიკვდება იმის გამო, როდესაც ჩემი გამოცდილება შეიძლებოდა გამოყენებულიყო ყველასთვის საჭირო დროს, არ ვიმყოფებოდი საქართველოში..... არც მე და არც გამოცდილი ჯომარდელების დიდი ჯგუფი....
დიდი მადლობა ყველას, ვინც თავდაუზოგავად იბრძოდა ადამიანების გადასარჩენად....ვუსამძიმრებ დაღუპულები ადამიანების ოჯახებს, იმ გმირების ოჯახებს, რომლებმაც სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს....
მივმართავ ასევე კომპეტენტურ ორგანოებს - სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფება წყალდიდობების რისკის ქვეშ. ჩვენ, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის წევრები, ჯომარდელები, ჩვენი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე წარმოვადგენთ ასეთი კატაკლიზმების პერიოდში საუკეთესო სამაშველო დანაყოფს.
ჩვენ მუდმივად გამოვხატავდით და გამოვხატავთ მზადყოფნას ჩავერთოთ ნებისმიერი ამგვარი კატაკლიზმის პერიოდში სამაშველო ოპერაციებში.
ასევე ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ კომპეტენტურ ორგანოებს მსგავსი ქვედანაყოფების შექმნაში, შემდგომ დატრეინინგებაში და ამ ქვედანაყოფის შემადგენლობაში ჩვენი წვლილის შეტანას!!!!.
ძალა ერთობაშია!“ - წერს ქაცარავა პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი