უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიხეილ სააკაშვილზე
წამება და არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გორის სამხედრო ჰოსპიტალში - განცხადებას ამ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება წერს, რომ ჰუმანიტარული მიზნების საფუძველზე, ისინი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხზე მუშაობენ. გუშინდელი მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლლიდან ციხეში გადაეყვანათ, არასათანადო იყო იმ ვითარებაში, როდესაც ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა და მას მდგომარეობიდან გამოსასვლელად შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოეპყრან უკრაინის მოქალაქეს პატივისცემით და არ დაუშვან იმგვარი ქმედებები, რომლებიც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იქნება. უკრაინელი დიპლომატები აგრძელებენ მუშაობას საქართველოში და ეს სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშაა, ასევე მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. უკრაინის კონსული საქართველოში ხვალ იქნება დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან. ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მისცეს უფლება უკრაინელ ექიმებს გამოიკვლიონ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მისთვის სამედიცინო დიაგნოზის დასმის მიზნით. ჩვენ ვმუშაობთ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძველზე. ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა სავსებით მკაფიო და ცალსახაა, - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი