სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევს „ტვიტერში“ გამოქვეყნებული ფოტოს წაშლა აიძულეს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ Twitter–ში, საკუთარ ბლოგზე მის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს სათაურია ,,ვოლგის წყალქვეშა ცხოვრება.“ ფოტოზე, მწვაზე წყლის ფონზე ჩანს მედვედევის ხელები, რომელსაც შავი ხელთათმანები უკეთია, ხელში კი ნიჟარა უჭირავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ეს ფოტო ასტრახანის ოლქში, მდინარე ვოლგაში გადაიღო, სადაც ის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა.

ზოგიერთმა ინტერტენ მომხმარებელმა ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

,,მაგარი ნიჟარაა,“„ძალიან საინტერესოა“ და ,,რა ლამაზია, ყოჩაღ, ბატონო პრეზიდენტო!“

თუმცა, პრეზიდენტის ბლოგის სტუმრების უმრავლესობას ფოტო არ მოეწონა და მედვედევს დასცინეს კიდეც. ერთ–ერთი მომხმარებლის თქმით, აღნიშნულ ფოტოს არანაირი დატვირთვა არა აქვს და უნიჭოდ გადაღებულია.

,,რას ჰგავს ეს ფოტო, ეტყობა, რომ უნიჭო ფოტოგრაფის გადაღებულია. ასეთ ფოტოს ბაღის ბავშვიც არ გადაიღებს, იმიტომ კი არა, რომ ვერ შეძლებს, უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია,“–წერს ერთ–ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

ერთ–ერთი სტუმრის, ვალოდიას თქმით, პუტინმა ძველი დოქები იპოვა, მედვედევმა კი ნიჟარა, რაც კარგად დადგმული სცენარი იყო.

,,ეს ორთაბრძოლა ფრედ დამთავრდა, რადგან პუტინმა დოქები იპოვა, მედვედევმა კი ნიჟარა. ჩემი აზრით, ვოლგაში დოქებიც და ნიჟარაც მიზანმიმართულად ჩააგდეს. ეს იყო დადგმული სცენარი, რომლის უკვდავსაყოფად მედვედევმა ფოტო გადაიღო,“–აღნიშნა ვალოდიამ.

მომხმარებელ ანას თქმით კი კარგია, რომ მედვედევის ,,მონაპოვარი“ ტელევიზიებით არ აჩვენეს, რადგან აღნიშნული ნიჟარა ცუდ ასოციაციას იწვევს.

როგორც ჩანს, მედვედევმა კარგად დაინახა, რომ მისმა ფოტომ უარყოფითი რეაქცია უფრო გამოიწვია, ვიდრე დადებითი. ამის გასარკვევად დიდი ჯაფა არ დაადგებოდა – კომენტარების დათვლაც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, დიმიტრი მედვედევმა ფოტო მალევე წაშალა, მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსმა „ინტერნეტ–ანცებმა“ მისთვის სკრინის გადაღება და „ისტორიისთვის შემონახვა“ მოასწრეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100