ბანკ “რესპუბლიკის” ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის ახალი შეთავაზება მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის
საინვესტიციო ბიზნესსესხი სტაბილური და უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით 9.95% -დან.
ბანკი “რესპუბლიკა” ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი განაგრძობს მომხმარებელზე ზრუნვას.ის თავის გადაწყვეტილებებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს არგებს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკმა მომხმარებელს საინვესტიციო ბიზნესსესხებზე უპრეცედენტო პირობები შესთავაზა, რომლებიც ერთნაირად მოსახერხებელია როგორც მცირე, საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი ინვესტიცია ბიზნესის განსავითარებლად. ყველა, ვინც ახალი შეთავაზებით ივლისის ბოლომდე ისარგებლებს, მიიღებს დაბალ, ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს 9.95%-იდან (%-ი უცვლელია და არ არის დამოკიდებული ეროვნული ბანკის კურსის ცვალებადობაზე). საინვესტიციო ბიზნესსესხები გაიცემა აშშ დოლარით, 7 წლამდე ვადით.
რამაზ კუკულაძე, ბანკ “რესპუბლიკის” ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის, კომერციული დირექტორი: “ჩვენ ხშირად ვხვდებით ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს და მათგან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ, რის საფუძველზეც მათი მოლოდინის შესაბამის წინადადებებს ვთავაზობთ. ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა. სწორედ ამიტომ ბიზნესის წარმომადგენლებს შევთავაზეთ ახალი და მათთვის საინტერესო პირობები, რომლებიც ბაზარზე მიმდინარე წინადადებებისგან გამოირჩევა სტაბილური დაბალი არაცვალებადი პროცენტით, რაც ბიზნესის სტაბილურობის გარანტიას იძლევა”.
ჩვენი ახალი შეთავაზება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი მთავარი სამუშაო პრინციპი “ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია” წარმატებით გრძელდება.
კომენტარი