სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან

სასწაულის შემოქმედი: საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა - ვინ არის ერვე რენარი და როგორ მოაგებინა გუნდს ვარსკვლავებით სავსე არგენტინასთან 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დღეს არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც ტურ­ნი­რის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბა, სა­უ­დის არა­ბეთ­თან 1:2 და­მარ­ცხდა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ლი­ო­ნელ მე­სის გო­ლით და­წი­ნა­ურ­დნენ, მე­ო­რე ტა­იმ­ში 5 წუთ­ში ორი გოლი გა­უშ­ვეს და დარ­ჩე­ნილ დრო­ში წო­ნას­წო­რო­ბის აღ­დგე­ნა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხეს. მატ­ჩის ერთ-ერთი გმი­რი სა­უ­დის არა­ბე­თის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ერვე რე­ნა­რია, 54 წლის ფრან­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­მაც ევ­რო­პა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია, თუმ­ცა ევ­რო­პი­დან წას­ვლი შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. სა­ერ­თო­დაც, რე­ნარს სპე­ცი­ფი­კუ­რი კა­რი­ე­რა აქვს. მან არა მხო­ლოდ და­ბა­ლი დო­ნის ფრან­გულ ლი­გებ­ში მო­ას­წრო მუ­შა­ო­ბა, არა­მედ, ჩი­ნეთ­სა და ვი­ეტ­ნამ­შიც წვრთნი­და ფეხ­ბურ­თე­ლებს. მწვრთნე­ლის რან­გში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ფრან­გულ "დრა­გი­ნი­ან­ში“ გა­დად­გა, სა­დაც არ­ცთუ ისე შე­სა­შუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად, მწვრთნე­ლი მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე იყო - პა­რა­ლე­ლუ­რად დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­არ­სა, რო­მე­ლიც სამ­რეწ­ვე­ლო სი­სუფ­თა­ვე­ზე ორი­ენ­ტირ­დე­ბო­და. მწვრთნე­ლო­ბას ხა­ლი­ჩის წმენ­დას, ფან­ჯრე­ბის რე­ცხვა­სა და ნაგ­ვის გა­ტა­ნას უთავ­სებ­და, მაგ­რამ ნელ-ნელა ბიზ­ნე­სიც გა­ი­ზარ­და. "არ მრცხვე­ნია იმის, რა­საც ვა­კე­თებ­დი. ეს ბევ­რად რთუ­ლი საქ­მე იყო, ვიდ­რე ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა. 4-5 სა­ა­თი მე­ძი­ნა ხოლ­მე, ასე­თი ცხოვ­რე­ბის რით­მი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და", - გა­იხ­სე­ნა რე­ნარ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100