როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 სექტემბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. მესტიაში უნალექო დღე და +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც დღე უმეტესად მზიანი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. +27 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. გორში უნალექო დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.
კომენტარი