კახეთში ერთი სკოლის შვიდი მოსწავლე მოიწამლა
სოფელ ლამბალოს სკოლის მეექვსე კლასის შვიდი მოსწავლე ინტოქსიკაციის დიაგნოზით საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბავშვების თქმით, მათ სასწავლო დაწესებულების გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაში ნაყიდი ლიმონათი დალიეს და ქადა შეჭამეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი დაეწყოთ.
ექიმების განმარტებით, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ უკვე ყველა ბავშვი სახლში გაწერეს.
კომენტარი