სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სკოლებში ბავშვებს „რუსეთისთვის“ ლოცვას ავალებენ - ვინ დაუპირისპირდა პუტინის მრჩევლის სულისკვეთებას დუმაში და ილოცებენ თუ არა რუსი მოსწავლეები

პუტინის მრჩეველი და რუსმა მომლაპარაკებელმა ვლადიმერ მედინსკი ახალი ინიციატივით გამოდის - სკოლის მოსწავლეებს დაევალოთ სწავლის დაწყების წინ ლოცვა "რუსეთისთვის".

ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედინსკი ამბობს, რომ აშშ-ში ამ "მოდელმა გაამართლა". მედინსკის ამ "ჰუმანურ" ინიციატივას ბერულავა შეეწინააღმდეგა და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირში არ ლოცულობდნენ, მაგრამ სიძლიერე არ აკლდათ...

"ბოლო 150 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში, სასკოლო დღე მოკლე ლოცვით ამერიკის დიდებისთვის, მისი სიმბოლოებისა და დროშისთვის იწყება.

მე გირჩევთ, რუსეთის განათლების სამინისტროს დაუკავშირდეთ, როგორც ეს ჩვენი რეკომენდაციაა და კომისიამ მსგავსი სისტემა ჩვენს სკოლებში ახლავე, დღესვე დასანერგად შემოგვთავაზოს“, - განაცხადა მედინსკიმ.

რუსეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს რაციონალიზაციის წინადადება.

თუმცა, პუტინის მრჩეველს მოწინააღმდეგე დუმაში გამოუჩნდა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ბერულავამ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში „არ კითხულობდნენ ლოცვებს, მაგრამ იყვნენ თავიანთი ქვეყნის პატრიოტები“.

„ეს უკიდურესობა არ არის საჭირო. ზედმეტია. სკოლაში მასწავლებლები ასე გვზრდიდნენ პირველი კლასიდან. აუცილებელია მასწავლებლების მომზადება, რათა მათ ყველაფერი გაიღონ და აღზარდონ თავდადებული ადამიანები. სწავლება - განათლება, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია", - განაცხადა ბერულავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100