სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნასვამმა ძიძამ ერთი წლის ბავშვი სასტიკად სცემა

ოდესაში ორი შვილის დედამ ძიძა ბავშვის მიმართ ძალადობასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა. დაშავებული ერთი წლის ბავშვია, რომელსაც სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.


მცირეწლოვანის დედის, მარია ლიტოვჩენკოს თქმით, ძიძა ნასვამი იყო და მშვიდად ეძინა, როდესაც თავის შვილს ტუჩებიდან სისხლი სდიოდა. უნციდენტი 4 იანვარს მოხდა - ბავშვების დედა სამსახურში წავიდა, შვილები კი ძიძასთან დატოვა. დღისით ძიძამ დაურეკეა მარიას და შეატყობინა, რომ მომდევნო დღეს სხვა ქალაქში უნდა გამგზავრებულიყო ინსულტიანი დედის სანახავად. ერთი საათის შემდეგ მარიამ თავად გადაწყვიტა ინგასთან (ძიძასთან) დაკავშირება, თუმცა ყურმილს არავინ იღებდა. ორი საათის შემდეგ უპასუხო ზარებმა ძალიან შეაშინა მარია და გადაწყვიტა სახლში წასულიყო, შინ დაბრუნებულმა კი საშინელი სურათი დაინახა - ძიძას დივანზე ეძინა, ძირს კი თავისი უმცროსი ვაჟი სისხლიანი ეგდო.

-სასწრაფოდ დავავლე ჩემს ვაჟს ხელი და შევხედე სახეზე, გული კინაღამ გამისკდა - ტუჩები სულ სისხლიანი ჰქონდა, სახეზე კი ჩალურჯებები ეტყობოდა. გამოვიძახე პოლიცია და სასწრაფო დახმარება, კარი კი ჩავკეტე, რათა ინგა ვერ გასულიყო. ნასვამი იყო და ბავშვის სახეზე დაზიანებებს მე მაბრალებდა - წერს მარია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ნახეს, რომ მცირეწლოვნის სახეზე მუშტის დარტყმის შედეგად მიღებული ჰემატომები ჰქონდა. ინგა პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, ხოლო მარიამ ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმებს გაასინჯა. ბავშვის დედის მტკიცებით, მან ასევე ნახა ინგას პირად ნივთებში ნარკოლოგის სავიზიტო ბარათი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ძიძა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.

რაც შეეხება ძალადობაში ეჭვმიტანილ ქალს, ის ამტკიცებს, რომ იმ დღით ბავშვის სახეზე ჩალურჯებები უკვე ეტყობოდა და მას მცირეწლოვანზე არ უძალადია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100