სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში თვენახევრის ჩვილი ფანჯრიდან გადმოადგეს

რუსთავის მე-17 მიკრორაიონის #27- კორპუსის მეორე სართულიდან თვენახევრის ჩვილი, მამამ ფანჯრიდან გადმოაგდ. ბავშვი ასფალტზე დაცემის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მამა, რომელმაც შვილი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადაადგო, ფსიქიკურად დაავადებულია.

"ქალაქ რუსთავის მე-17 მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხოვრებმა 1978 წელს დაბადებულმა, ფსიქიკურად დაავადებულმა გივი ჩ-მ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან შვილი, ერთი თვის ლადო ჩ. გადააგდო. ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ჩვილის დედა 1977 წელს დაბადებული თეონა ჟ, მეუღლის მსგავსად, ფსიქიკურად დაავადებულია", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, გივი ჩ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ჩ. ქურდობისთვის ნასამართლევია და 2005 წელს მოიხადა სასჯელი", - განმარტავენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლითაა დაწყებული, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100