სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ჯიპიაი ჰოლდინგი” აგროდაზღვევის მიმართულებით ახალ პროდუქტს ნერგავს

• საქონლის დაზღვევის პოლისი: წელიწადში 30 ლარი

• პოლისის შეძენა ნებისმიერ გლეხს, ან ფერმერს შეუძლია

29 მარტი, 2013 წ.: ”ჯიპიაი ჰოლდინგი” გლეხებსა და ფერმერებს საქონლის დაზღვევის საცალო პროდუქტს სთავაზობს. საქონლის დაზღვევის პოლისი წელიწადში 30 ლარი ღირს და მოიცავს შემდეგ რისკებს: საქონლის გარდაცვალება უბედური შემთხვევის, ან გარკვეული ავადმყოფობის შედეგად. საქონლის დაზღვევის პოლისი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ელკანასთან” ერთად შემუშავდა ”კრედიტებთან და დაზღვევასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების” პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა „ოქსფამ დიდი ბრიტანეთის მიერ“.

საქონლის დაზღვევის პოლისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პროგრამაში მონაწილე ფერმერებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ირაკლი დვალი, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” რისკების მართვის დირექტორი: ” ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია საქართველოში აგროდაზღვევისა და შესაბამისად, სიცოცხლისუნარიანი აგროსამრეწველო ინდუსტრიის განვითარებისათვის. ამის მაგალითია სწორედ ”ელკანას” პროექტი - მოხარულები ვართ, რომ ჩვენც წვლილი შევიტანეთ ამ პროექტის წარმატებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბაზარზე როგორც მეცხოველეობის, ისე მცენარეული კულტურებისა და ვენახის დაზღვევის მიმართულებით. დაზღვევის მასიურად გავრცელება საქართველოს ყველა რეგიონში საშუალებას მისცემს სადაზღვევო სექტორს, ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადოს დაზღვევა და უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები შეუქმნან გლეხებსა თუ ფერმერს, შეამცირონ რისკები და არ დააყენონ საფრთხის ქვეშ საკუთარი ინვესტიციები”.

”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ დაზღვეულია როგორც მარცვლოვანი კულტურები, ისე ვენახები და ხეხილი, საქონელი და ფრინველი. 2012 წელს კომპანიამ 480,000 ლარი აუნაზღაურა ფერმერებსა და გლეხებს - ზარალი გამოწვეული იყო ძირითადად სეტყვით, ძლიერი ქარითა და დატბორვით.

საქონლის დაზღვევის პოლისის პრეზენტაცია შედგება 2013 წლის 29 მარტს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე: „კრედიტებთან და დაზღვევასთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მცირე მეცხოველე ფერმერთათვის საქართველოში“.

მეტი ინფორმაცია სადაზღვევო პირობების შესახებ: http://gpih.ge/gpih/other_insurance/Argo/standartpackage.php

***

”ჯიპიაი ჰოლდინგი” აგროდაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და აქტიურად იყენებს როგორც საკუთარი დამფუძნებლის ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” გამოცდილებას, ისე გადამზღვევი პარტნიორების გამოცდილებას ამ მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საქართველოში მოქმედ ადგილობრივ თუ საერთაშიროსო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე სამთვარობო სტრუქტურებთან, რათა ხელი შეუწყოს სადაზღვევო სისტემის დანერგვას სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ამ სფეროს განვითარებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100