სამტრედიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 წლის ბავშვის ოჯახი სოციალურად დაუცველია. დედა მეექვსე ბავშვზეა ფეხმძიმედ
სამტრედიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი 3 წლის ნინო ნადირაძის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ სამტრედიის მერიაში განუცხადეს, სახლთან ახლოს საკმაოდ ღრმა არხია, სადაც მცირეწლოვანი დაიხრჩო. მშობლების თქმით, ბავშვი გაეპარათ.
მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედა მეექვსე ბავშვზე არის ფეხმძიმედ. ის 8 თვისაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სამტრედიაში 3 წლის ბავშვი არხში ჩაიხრჩო. ამ წუთები ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
კომენტარი