"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი, საკმაოდ სკანდალური იყო მისი პირველი ქორწინება მერაბ ჟორდანიასთან, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავს. ამჟამად მისი მეუღლე კოტე გოგელიაა, წყვილს ერთი შვილი - კოსტა ჰყავს. მაკა უკვე ბებიაა, თუმცა წლებმა მის სილამაზეს ბევრი ვერაფერი დააკლო. გთავაზობთ ულამაზესი ქართველი ქალის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს და ისტორიას, რომელიც წლების წინ მისმა მეგობარმა ბაია გადაბაძე ჟურნალ "თბილისელებთან" მოჰყვა: "კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო? საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე - კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ. კოტემაც - არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო, ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო - დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ.... ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა "დავგუგლო", თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ვწერ სახელს და გვარს "გუგლში" და ვინ აღმოჩნდა? - კლუბ "ბარსელონას" მფლობელი. მერე კარგა ხანს "ბარსელონას" ვეძახდით მაკას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად - ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი".
კომენტარი