სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპს ანჯელინა ჯოლისთვის, რომ დაეჯერებინა ამ ამბავს გადაურჩებოდა

ჯონი დეპისა და მისი ახლადშერთული ცოლის, ახალგაზრდა მსახიობის ემბერ ჰარდის სკანდალმა საზოგადოებას ანჯელინა ჯოლის წინდახედულობა გაახსენა.

როგორც ცნობილია ემბერზე დაქორწინების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჯონიმ საუკეთესო მეგობრისგან ანჯელინა ჯოლისგან დარიგება მიიღო, მსოფლიოს ნომერ პირველი ლამაზმანი მას საქორწინო კონტრაქტის გაფორმებას ურჩევდა.

დეპმა მაშინ ანჯელინას არ დაუჯერა, რადგან ყურებამდე იყო შეყვარებული და ემბერის განაწყენება არ სურდა. გოგონას შესაძლოა მათი გრძნობების შეურაცხყოფად და მისდამი უნდობლობის გამოხატულებად მიეღო ამ საკითხის წამოწევა.

ჯონის და ემბერის ქორწინების შემდეგ ანჯელინამ საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი არ შეიკავა და ჟურნალისტებთან საჯაროდ განაცხადა: „ემბერი ქალია, მისი ნდობა არ შეიძლება, მისი მხრიდან არანაირ სიყვარულზე არ საუბარი არ არის.“

ამ ფაქტმა ჯონი გაანაწყენა და ანჯელინასთან მეგობრობას წერტილი დაუსვა, ჯოლიმ კი დეპის რეაქციაზე კიდევ უფრო მაგაღიზიანებელი კომენტარი გააკეთა, საშუალო ასაკის კრიზისი აქვს და ამიტომ იქცევა ასეო.

მას შემდეგ ორი წელიც კი არ გასულა და ემბერ ჰარდმა ჯონი დეპი დიდ შარში გახვია. ქალი ირწმუნება, რომ ჯონიმ ის სცემა და დასტურად საკუთარი დაშავებული სახის ფოტო წარმოადგინა. ჯონის დასაცავად მთელი მისი ფანკლუბი და ჰოლივუდური სამეგობროა ფეხზე წამომდგარი, თუმცა ეს ფაქტი მსახიობს ჯერ ვერაფერში ეხმარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100