სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს და ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება რენატა ბეგიაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას, რომლის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა",- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ მოდელმა რენატა ბეგიაშვილმა 24 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილის მამა მასზე სისტემატურად ძალადობა. შალვა იაშვილმა ბრალდება უარყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100