iPhone X საქართველოშია
iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში დღეს, დილიდან დაიწყო. iPhone+ის მაღაზიებში წინასწარი შეკვევთით, 3 ნოემბერს 100 ცალი, ხოლო 4 ნოემბერს 160 ცალი iPhone X გაიყიდა, დღევანდელი დღის გაყიდვების მაჩვენებელი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი iPhone X საქართველოში 19 999 ლარად iPhone+ში გაიყიდა.
iPhone X-ის ფასზე, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, როგორც ტიმ კუკი აღნიშნავს, თუ iPhone X-ს განავდებით შეიძენს მომხმარებელი, გადასახდელი თანხა დღიურად დაანგარიშებით “სტარბაქსის” ფინჯან ყავაზე იაფია დაუჯდება.
iPhone X-ის პრეზენტაცია Apple-მა 9 სექტემბერს, კალიფორნიაში გამართა. ტექნოლოგიის ექსპერტებმა iPhone X-ს უკვე უწოდეს “მომავლის სმარტფონი”.
კომენტარი