სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ოკუპანტები ცხინვალსა და გუდაუთაში ერთნაირი ხელწერით მოქმედებენ

რუსი ოკუპანტები ცხინვალსა და აფხაზეთში პარალელურ რეჟიმში მოქმედებენ. მათ მიერ განხორციელებული ქმედებებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. არ წარმოადგენს გამონაკლისს ის პროპაგანდისტული მეთოდებიც, რომელთაც ისინი ამ ოკუპირებულ რეგიონებში იყენებენ.

ამა წლის 14 ივლისს ახალგორში ტელერადიოკომპანია ’’ИР’’-ის სატელეკომუნიკაციო მაუწყებლობის არხის მშენებლობა დასრულდა. ცხინვალის მარიონეტული ე.წ. მთავრობის ’’ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის” ხელმძღვანელის გიორგი კაბისოვის განცხადებით, „ეს მნიშვნელოვანი დღეა, - ბოლოს და ბოლოს ჩვენ მოვახეხეთ საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა ლენინგორის რაიონსა და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც დღევანდელ დღემდე აქაურ მცხოვრებლებს არ ჰქონდათ სამხრეთ ოსეთის ტელევიზიის ნახვის საშუალება“.

ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად სპერატისტულ რეჟიმისადმი დაქვემდებარებული მედიასაშუალებების განცხადებისა, რომ თითქოს ახალი სატელეკომუნიკაციო არხის მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოები საკუთარი რესურსებითა და ადგილობრივი სპეცალისტების მეშვეობით განახორციელეს, ყოველივე ეს ცულ ცოტა მტკნარი სიცრუეა და მოკლებულია რეალობას.

”ექსპერტთა კლუბის” მონაცემებით, აღნიშნული ტელევიზიის გაშვებისათვის საჭირო სამუშაოები ძალიან მოკლე ვადებში და რთულ რელიეფურ პირობებში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრებითა და რუსი კვალიფიციური სპეციალისტების თანამონაწილეობით შესრულდა. არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ახალგორის რაიონისა და ცხინვალის მიმდებარე იმ სოფლებში, სადაც სეპარატისტები თავის ანტიქართულ და სხვა სახის (ძირითადად რუსული ტელეარხების - ოკუპანტი რუსი სამხედრო კონტინგენტი, სხვა რუსულენოვანი მოსახლეობა) ინფორმაციებს ვერ ავრცელებდნენ, აღნიშნული დასახლებების მოსახლეობის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა იმთავითვე შედიოდა და შედის როგორც რუსი ოკუპანტების, ასევე ოსი სეპარატისტების საერთო ინტერესებში...

როგორც აცხადებს კლუბის ექსპერტი გოგი მაისურაძე, ამის დასადასტურებლად გამოდგება რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი სეპარატისტების აფხაზეთის გალის რაიონში განხორციელებული ერთობლივი ქმედებები, სადაც ორიოდე წლის წინ, ასევე ოპერატიულ ვადებში, გაიხნა აფხაზური ტელერადიომაუწყებლობა და დაიბეჭდა გაზეთი ”Гал” -ი, რომელშიც მასალები მხოლოდ აფხაზურ, რუსულ ენებზე და ქართული ალფავიტის გამოყენებით მეგრულად იბეჭდება. ყოველივე ეს კეთდება ქართულენოვანი მოსახლეობის, (რომელთა საერთო ოდენობა მარტო გალის რაიონში 50 ათასს აღემატება), ინტერესების აშკარა იგნორირებით...

მისივე თქმით, ასეთივეა ახალგორის რაიონში სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების დამოკიდებულება, რომლებიც იქ 2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩარჩენილი ქართველი მოსახლეობის ინტერესებს არაფრად აღარ აგდებენ...

„გაჭრილი ვაშლივით როგორ ჰგავს ერთმანეთს საქართველოს ორთავე ოკუპირებულ რეგიონში თანმიმდევრულად განვითარებული და გეგმაზომიერად განხორციელებული მოვლენები? ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ძნელი არ უნდა იყოს იმის გამოთვლა, თუ ვინ დგას ”უანგარო დახმარების სახით შენიღბული” აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო წლებში განხორციელებული ყოველივე სიახლეებისა და ახალმშენებლობების’’ პროექტების უკან“, – აცხადებს გოგი მაისურაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100