თაღლითობა იუსტიციის სამინიტროს სახელით და პატიმრის ოჯახისგან მოტყუებით მითვისებული ფული - დაკავებულია ერთი პირი
თაღლითობა იუსტიციის სამინიტროს სახელით და პატიმრის ოჯახისგან მოტყუებით მითვისებული ფული - დაკავებულია კაცი, რომელმაც პატიმრის ოჯახი დაარწმუნა, რომ „უდოს“ კომისიაიში მუშაობდა და მსჯავრდებულს თანხის სანაცვლოდ ციხეს ვადაზე ადრე დაატოვებინებდა. ამ საქმისთვის სავარუდო დამნაშავემ პატიმრის ოჯახს 2700 დოლარი გამოსძალა. დანაშაულის დამტკიცების შემთვევაში ბრლდებულს ციხეში 7 წლის გატარება ემუქრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა ის, რომ თითქოს ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ „უდო“-ს კომისიაში მუშაობდა და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარი