„სარალიძე, მაჩალიკაშვილი, პაპიძე შეთითხნილი საქმე...თქვენი ოჯახი ამოწყდეს, როგორც მე ამომიწყვიტეთ ოჯახი და სასაფლაოზე დამიდეთ ბინა“
„სარალიძე, მაჩალიკაშვილი, პაპიძე შეთითხნილი საქმე...თქვენი ოჯახი ამოწყდეს, როგორც მე ამომიწყვიტეთ ოჯახი და სასაფლაოზე დამიდეთ ბინა“ - მაგდა პაპიძე ახალ
პოსტს აქვეყნებს:
„შენ დამ ხელი დაადოს სხვას ვინმეს და ახლავე გავუშვებთო ასე მომაძახეს მეც ...აი შენი და, ძაღლის ლეკვივით მოყავს თოკო შენ დასო, ქალბატონმა პროკურორმა რომ ჩამირთო ვიდეო და ირონიულად ამბობდა ძაღლის ლეკვი უწოდა ბავშვს, რომელიც ჯერ ცხედარი მესვენა წინ და სულ არ გაგიკვირდეთ წყევლა, ჰო და ვწყევლე... ჰო სარალიძის მამაც იგინება, ეს ზღვაში წვეთია ხალხო თქვენ არ იცით ეგენი ვინ არიან! ჩემი ოჯახის შემთხვევაში მთლად ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, თუ მკვლელობის ადგილად მიაჩნდათ ის ფერაძის ჩემი დის ოთახი, სადაც წვეთი სისხლი არ გვინახავს, ჩემი სიძე სისხლისგან იყო დაცლილი. სად გაქრა ხალხო ამდენი სისხლი? თუ მკვლელობის ადგილად მიგაჩნდათ ეგ პატარა ოთახი რატომ არ დალუქეთ?
სარალიძე, მაჩალიკაშვილი, პაპიძე შეთითხნილი საქმე...ვითომ მაგრებო, ქმრის გაქვავებული გვამი ზურგით ატარა თურმე და მერე შევიდა, 6 საათის მერე ბავშვი გაგუდა თურმე. ისე თქვენი ოჯახი ამოწყდეს, როგორც მე ამომიწყვიტეთ ოჯახი და სასაფლაოზე დამიდეთ ბინა“
კომენტარი