სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან კალანდაძე: "ხუდონჰესზე მსჯელობა საინვესტიციო საბჭოს ფორმატში უნდა წარიმართოს"

ექსპერტთა ოთხეულმა, ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრს ხუდონჰესთან დაკავშირებულ საკითხებზე საინვესტიციო საბჭოს ფორმატში სპეციალური თემატური სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით მიმართეს.

"მიგვაჩნია, რომ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის, ხუდონჰესის მშენებლობის პროფესიული განხილვა და საქმიანობის კოორდინაცია სწორედ საინვესტიციო საბჭოს ფორმატში უნდა წარიმართოს. ამდენად, ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად წარმოგვიდგენია საკითხის კომისიურად განხილვის დაწყება და საინვესტიციო საბჭოს ფორმატში სპეციალური თემატური ჯგუფის შექმნა, რომელთა შორის იქნება ინვესტორთან, მოსახლეობასთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჯგუფიც" - განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძემ.

"ხუდონჰესის პროექტი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა როგორც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, ასევე კანონის უზენაესობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100