დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს
5 მარტიდან თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები : 50 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი. ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:
- 15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.
- 50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.
თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.
კომენტარი