სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ექსპერტთა კონსორციუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.-თან.

ჯანდსცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ლი მალკინმა. ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%–ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, რომ ეს მოდელი მოქმედებაში იხილოს: დახმარების ხელმისაწვდომობითა და ხარისხით, სამკურნალო პრეპარატების ფიზიკური ხელმისაწვდომობით და პროფილაქტიკით და ასევე სრული რეაბილიტაციით. ჯგუფში შედიან, ჯანდაცვის ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებსაც გლობალური ჯანდაცვის პროექტების შექმნისა და რეალიზაციის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. დადებული ხელშეკრულების თანახმად, ალიანსი იმუშავებს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე. ასევე კონცენტრირებული იქნება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიც არის: სტანდარტებისა და ნორმების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლების შექმნა; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამდეროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით; ქვეყანაში ამჟამად მოქმედი „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის“ გარდაქმნა სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემად, რომელიც დაფუძნებული იქნება მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებზე; ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზება, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და რომელშიც სამედიცინო მომსახურების ოპტიმალური სპექტრის მიღება იქნება შესაძლებელი; მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები და შაქრის დიაბეტი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100