ნიანგ მუამორ კადაფის სახელს გადაარქმევენ, რათა არ მოკლან...
250-კილოგრამიან ნიანგს, სახელად მუამარ კადაფის, რომელიც ისრაელის ჰამარ-გადერის ფერმაში ბინადრობს, სახელის შეცვლა მოუწევს. ლიბიის ლიდერის ჩამოგდების შემდეგ, რომლის პატივსაცემად დაარქვეს ნიანგს სახელი, ფერმის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ბინადრის ბედით.
როგორც ფერმის წარმომადგენელმა მეიტალ დანამ განაცხადა, 2004 წელს მათ ნიანგი, სახელად იასირ არაფატი დაკარგეს. იგი პალესტინის ლიდერის სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ჰამარ-გადერში არ სურთ, ნიანგმა კადაფიმ პოლკოვნიკის ბედი გაიზიაროს.
ნიანგი კადაფი ქვეყანას 1975 წელს მოევლინა, მაშინ, როცა პოლკოვნიკმა კადაფიმ ლიბიაში მწვანე წიგნი გამოაქვეყნა. ზრდასრული ნიანგები, როგორც წესი, 80-100 წელიწადს ცოცხლობენ. ნიანგი კადაფი მხოლოდ 36 წლისაა. ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ასაკი, სხვადასხვა მონაცემით, 69 ან 71 წელია.
როგორც ჰამარ-გადერის ფერმაში განაცხადეს, მათ ბინადრებს შორის არიან ნიანგები, რომელთაც სახელები რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისა და იტალიის ხელისუფლების მეთაურ სილვიო ბერლუსკონის პატივსაცმად დაარქვეს. ნიანგებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების სახელის შერჩევის ტრადიცია ისრაელის გარდა, სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ასე მაგალითად: ორ ნიანგს, რომლებიც ჩრდილოეთ ავსტრალიის ბუნებრივ პარკში ცხოვრობენ, სახელები ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი მეუღლის ქეით მედლტონის პატივსაცემად შეურჩიეს.
კომენტარი