ფუნთუშები ყველით
ინგრედიენტები: 10 გრამი მშრალი საფუარი, 2 ჩაის კოვზი შაქარი, 2,5 ჭიქა ფქვილი, 200 გრამი კეფირი, 3 ცალი კვერცხი, 50 მგ. მცენარეული ზეთი. 100 გრამი მაგარი ყველი, მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: საფუარი ავურიოთ ცოტაოდენ კეფირსა და შაქარში. დავტოვოთ 10-15 წუთით. დიდ ჯამში ავურიოთ დარჩენილი კეფირი, კვერცხი (დაიტოვეთ ერთი კვერცხის ცილა) და ზეთი. დავუმატოთ კეფირში გახსნილი საფუარი და კარგად ავურიოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. ფორმებს მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი თბილად შეფუთეთ და 30 წუთით დატოვეთ. ცომის ამოსვლის შემდეგ, პატარა გუნდებად დაყავით და კიდევ 10-15 წუთით დატოვეთ. წაუსვით დარჩენილი კვერცხის გული და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით შედგით. შემდეგ ფუნთუშებს მოაყარეთ გრძელ ჩხირებად დაჭრილი ყველი და დააბრუნეთ ღუმელში 5 წუთით.
კომენტარი