სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალებას არ მისცემს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციებსა და ბირთვული იარაღის საკითხზე ისაუბრა. სერგეი ლავროვმა თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინას არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ამასთან, ლავროვი სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. ლავროვის თქმით, რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაკვირვებული დარჩა იმით, რომ ის სპორტსმენებსა და მედიას შეეხება. „რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს. ქვეყნის იზოლირება არ შეიძლება. რუსეთი უკრაინას ბირთვული იარაღის მოპოვების საშუალებას არ მისცემს. სანქციებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ დაკვირვებული დავრჩით იმით, რომ ეს სპორტსმენებსა და მედიას შეეხო“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ლავროვის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ მიუწვდება ხელი საბჭოთა ბირთვულ ტექნოლოგიებზე. ამასთან, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე ამერიკული და დასავლური ძალების ყოფნას. „ბირთვულ ომს გამარჯვებული არ ეყოლება“, - აცხადებს სერგეი ლავროვი. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-7 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100