სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ტოვებს სამყაროს და მიფრინავს ცაში" - ასე ემშვიდობება მანანა თოდაძე თემურ წიკლაურს

მომღერალი მანანა თოდაძე თავის მეგობარს, მომღერალ თემურ წიკლაურს ემშვიდობება.

"დღეს, ჩემი თემური, ჩემი არწივი, თქვენი თემური, ტოვებს სამყაროს და მიფრინავს ცაში, სადაც დაიმკვიდრებს სასუფეველს!
ჩემს მწუხარებას და თქვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, ჩემო ივერიელებო, ჩემო ლილი, ქეთო, ანდრია, ჩემო დიდო ოჯახო, ჩემო საქართველო!
თემურიმ ნამდვილად დაიმსახურა ის ცრემლები, მწუხარება და გულის ტკივილი, რომელიც აცილებს მას იმ ქვეყნად!
თემური იყო, არის და დარჩება ყველას გულებში, როგორც უნიჭიერესი, უერთგულესი, უკეთილესი, დიდი სახალხო მომღერალი!
მშვიდობით ჩემო ძმაო, ჩემო მეგობარო, ჩემო შეუცვლელო არწივო!
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული" -
წერს მანანა თოდაძე სოციალურ ქსელში.

ლეგენდარული მომღერალი, მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური დღეს დაკრძალეს. მომღერალი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის კოჯრის სასაფლაოზე, გარდაცვლილი შვილის გვერდით დაკრძალეს.

თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში, კორონავირუსით პირველ თებერვალს გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით გორის ჰოსპიტალში დეკემბრის თვეში მოათავსეს.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.

თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100