Apple–მ ბრიტანელ სტუდენტს იდეა მოპარა?
ბრიტანელი სტუდენტი ირწმუნება, რომ Wi-Fi Sync–ი, რომელიც ახალი საოპერაციო სისტემის iOS 5–ის ნაწილია, მის მიერ შექმნილი პროგრამის სახელწოდებისა და ფუნქციონალის კოპირებას ახდენს. სტუდენტმა Wi-Fi Sync–ი 2010 წელს დაწერა. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა, მოხდეს iPhone–ის სინქრონიზაცია iTunes–ის ბიბლიოთეკასთან უკაბელო ქსელით. ავტორი შეეცადა საკუთარი პროგრამა App Store–ში განეთავსებინა, მაგრამ უარი მიიღო. განმარტებით წერილში Apple–ი აცხადებს, რომ არ შეუძლია პროგრამის მიღება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ამის შემდეგ სტუდენტმა საკუთარი პროგრამა მაღაზია Cydia–ში გაგზავნა, სადაც გატეხილი iPhone–ებისთვის განკუთვნილ პროგრამებს ათავსებენ. იქ Wi-Fi Sync–ი ბესტსელერებს შორის მოხვდა: 13 თვის განმავლობაში მისი 50 ათასი ასლი გაიყიდა. სტუდენტის მიერ, საკუთარი გამოგონების გავრცელების უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2011 წლის 6 ივნისს Apple–მა მობილური საოპერაციო სისტემა iOS 5 წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაშიც Wi-Fi Sync–ი შევიდა. Apple–ის მიერ შექმნილი პროგრამა იგივე ამოცანებს ასრულებს, როგორსაც ჰიუზის დამატება, აქვს იგივე სახელწოდება და ლოგოც კი. ბრიტანელი სტუდენი კი ამბობს, რომ კომპანიის ამგვარი ქმედებით შოკირებულია.
კომენტარი