სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებას 26 მაისს სამხედრო აღლუმის რუსთაველის გამზირზე ჩატარება არ გადაუფიქრებია

ხელისუფლებას 26 მაისს სამხედრო აღლუმის რუსთაველის გამზირზე ჩატარება არ გადაუფიქრებია.

როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, თუ ადამიანები კანონის ფარგლებში პროტესტს გამოხატავენ ეს მათი უფლებაა, თუმცა სიტყვის თავისუფლება ხელკეტების თავისუფლად ქნევას არ ნიშნავს.

,,მნიშვნელოვანია, რომ იყოს დემოკრატია, კანონის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს საშუალება თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის. თუმცა, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მას ისევე როგორ, ყოველ დემოკრატიულ ქვეყანაში, კანონითვე გაეცემა პასუხი. ეს არის ანბანური ჭეშმარიტება, რომელიც მუშაობს და მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაში და ასევე იმუშავებს საქართველოშიც. თუ ვინმეს უნდა მუდმივ პირდაპირ ეთერში და ამას მუდმივი ითხოვოს, ეს მისი საქმეა და მისი შეხედულებების. ისიც უცნაურია, რომ ვიღაცას სიტყვის თავისუფლება ხელკეტების ქნევის თავისუფლება ჰგონია, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ყველას შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ ეს უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა გაბაშვილმა.

ამასთან, გაბაშვილმა თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავსირებით კომენტარის გაკეთება არტ ისურვა.

,,ნაკლებად მაინტერესებს სად არის, რას ამბობს, რა გეგმები აქვს, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ტიპის წარსულს ჩაბარებულ პოლიტიკოსებს, რომელსაც თავისი თავის რეანირების სურვილი აქვთ მოსკოვის საშუალებით, მას საქართველოში დიდი ბედი არ უწერიათ, რადგან ქართული საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს’’, – განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100