როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 ნოემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მესტიაშიც უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. გორში წვიმა და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს. გუდაურში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. რუსთავშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარი