სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დელეგაციის წევრებსა და ფონდის წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა და თავისი ხედვები გააცნო. "შეხვედრებზე ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტებზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი