3 წლის ბავშვი ორი დღე ცდილობდა ბებია-ბაბუის გაღვიძებას, რომლებიც უკვე გარდაცვლილები იყვნენ
ტაივანის ქალაქ კილუნგში პოლიციამ ბინაში ატირებული და შეშინებული ბავშვი იპოვნა, რომელიც 2 დღე გარდაცვლილ ბაბუასა და ბებიასთან იყო სახლში ჩაკეტილი. სამართალდამცველები მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ ხნიერი ცოლ-ქმრის გაუჩინარება. 3 წლის ბიჭუნა მათთან ცხოვრობდა, მშობლები კი სხვა ქვეყანაში იყვნენ სამუშაოდ წასულნი.
60 წლის წყვილს ადგილობრივი მცირე ბიზნესი ჰქონდათ და პროდუქტების გაყიდვით ირჩენდნენ თავს. მათი გაუჩინარებიდან ორი დღის შემდეგ შეშიენბულმა მეზობლებმა პოლიციელებს შეატყობინეს, რომ ბინიდან ბავშვის ტირილი ისმოდა. ადგილზე მისვლის შემდეგ სამართალდამცველებმა კარი შეამტვრიეს. აღმოჩნდა, რომ ხნიერი ცოლ-ქმარი ერთდროულად გარდაიცვალა, პატარა ბიჭუნას კი ისინი ჩაძინებული ეგონა და მათ გაღვიძებას ცდილობდა, შემდეგ კი შეეშინდა და დახმარებას ითხოვდა.
ბინაში თავდასხმის კვალი ვერ იპოვნეს, ექსპერტიზამ კი დაადასტურა, რომ ორივე მათგანი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, რადგან ამ ხნის განმავლობაში საკვები არ ჰქონდა მიღებული და ამასთან სტრესის ქვეშ იმყოფებოდა.
კომენტარი