საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება
ამ დროისთვის გვინდა განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ პატიმართა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამოძიების ფარგლებში, გამოვლენილია მძიმე მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა ფაქტებიც.
დაკავებულია კიდევ ერთი დამნაშავე - მამუკა ჩხიტუნიძე, გლდანის N8 საპყრობილის კონტროლიორი. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (1) (ას ორმოცდამეოთხე პრიმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წამება.
სულ ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი, დაკითხულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ და მოქმედ მოხელეთა დიდი ნაწილი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.
გამოძიების მიზანია, ყველა დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
კომენტარი