ლოგიკურია, მიხეილ სააკაშვილის ევროპულ კლინიკაში მკურნალობა - PACE-ის გზავნილი ხელისუფლებას
ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა.
შეშფოთებული ვართ, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველების რეკომენდაციები. მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა სტრესისგან თავისუფალი მკურნალობისთვის. აღნიშნულის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით და ვშიშობთ, რომ საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი.
თავისუფლების აღკვეთის შედეგად სააკაშვილის მძიმედ დაავადება ან გარდაცვალება შესაძლოა ამ პროცესს დაემუქროს", - წერია განცხადებაში.
დეკლარაცის ხელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა პარტიის დეპუტატები აწერენ. დოკუმენტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ალექსანდრ პოსიეია. ხელმომწერებს შორის არიან დეპუტატები სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა ჯგუფიდან, ALDE-დან, და EPP-დან.
კომენტარი