სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” 100%-იანი წილი დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” 100%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახენ ინფორმაციას ეროსი კიწმარიშვილის წარმომადგენლები ავრცელებენ.

წილის დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ეროსი კიწმარიშვილის “რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ” შეიტანა.

სასამართლოს გადაწვეტილების დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ”მაესტროს” დამფუძნებლებს არ ექნებათ უფლება, თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხვისონ ან გააჩუქონ.

როგორც ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი აცხადებს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100