სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გარდაცვლილ დედისერთა სტიქაროსანს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ"

შოთო სიხარულიძე სასტუმრო "ლეო გრანდეში" ხანძრის დროს დაღუპული სტიქაროსნის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"მიცვალებულს რომ მობილურს მოპარავ და ცოლს აჩუქებ, თან გარდაცვლილი დედისერთა სტიქაროსანის ფოტოებს და ვიდეოებს ნახავ და წაშლი... რა ადამიანი ხარ? სიმ ბარათს 1 წლის მერე ჩადებ და პოლიცია ნომრის გააქტიურებისთანავე თავზე დაგადგება... (წაუშლია ლეოგრანდში დაღუპული ბექა შატაკიშილის სურათები და ვიდეოები და მისი ფეისბუქი ქონია გახსნილი მისი ცოლ-შვილის ფოტოებითა და ვიდეოებით). არ ვიცი რა ვთქვა, გული დამეწვა და დამეთუთქა. ბექას დედა ასე გამწარებულია, ეს რა ჩაიდინა მაშველმა.... როგორ ეძებდა დედა მისი შვილის მობილურს რომ ეტარებინა მისი შვილის ნივთი ჰქონოდა მისი ნომერი, ფოტოები, ვიდეოები და ყველაფერი რაც მის ერთადერთ შვილს უკავშირდებოდა.... გავქვავდი, ენა ჩამივარდა.... პ.ს. მეც ქართველი უნდა მერქვას და მაგასაც? ეგეც ბათუმელი უნდა იყოს და მეც??? სულ გადაჯიშდა და გადაგვარდა ეს ხალხი, უკვე გადაშენების პირას არიან.... ბექას დედის წერილმა დამშოკა, ეს რომ წავიკითხე - შვილის მობილურს ვეძებდიო......
მე ამისთანა უზნეო და უნამუსო ადამიანი, ჩლუნგი, გაუნათლებელი, ბოროტი, უზნეო, ნაძირალა, უჯიშო არსება თუ იქნებოდა ჩემი თანაქალაქელი, რას ვიფიქრებდი!! ძალიან სამარცხვინო მაშველია ეს, ძალიან! უბრალოდ, სირცხვილი არც იცის რა არის! "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"

აქვე გთავაზობთ, ემიგრანტებო, ბექას დედის წერილს: ისე, რომ იცოდეთ ვარ ბექა შატაკიშვილის დედა, რომელიც დაიღუპა წინა წლის 24 ნოემბერს, ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის დროს. დედას, რომელსაც ერთი შვილი მყავდა და ისიც დამეღუპა, ვეძებდი ტელეფონს მთელი წელიწადი და თვეები, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფოტოები და ვიდეოები მინდოდა, აღმოჩნდა რომ ეს ტელეფონი მაშველს ხანძრის დროს მოუპარია, სიმბარათის გარეშე ჰქონია სარგებლობაში და როგორც კი სიმბარათი გააქტიურა, ეგრევე ფაქტზე დაასწრო პოლიციამ, ეს მიცვალებულების მძარცველი ნაგავი ადამიანი, ტელეფონში დარჩენილია ეს ფეისბუკი და მინდა ყველა იცნობდეთ ამ დამპალ ადამიანს,რომელმაც ჩემი მკვდარი შვილის ტელეფონით ამ დრომდე ისარგებლა და არ მიმართა საპატრულო პოლიციას. ჯერ სად არის, ყველა უბედურების და სისაძაგლის მოლოდინში იყოს, იცნობდეთ მკვდრების მძარცველს, ეს ინფორმაცია გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველამ იცოდეთ ამ ადამინს არც მკვდრები და არც ცოცხლები არ ანდოთ, მიცვალებულის ნივთი საჩუქრად მოუტანა თავის ცოლს, წაშალეს ჩემი შვილის ფოტოები და თავიანთ შვილებს გადაუღეს ფოტოები, როგორ ცხოვრობ ან სუნთქავ შე საცოდავო. უნამუსობის და სიბოროტის პიკი. მოგეთხოვება შე დამპალო კაცო , აუცილებლად მოგეთხოვება , ჯერ სად ხარ, კიდევ თუ ვინმეს რამე ნივთი გაქვთ დაკარგული ამ მაშველთან მოძებნეთ!!!! "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" - წერია პოსტში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100