სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Associated Press: სენსაცია მეცნიერებაში – სინათლის სიჩქარე ზღვრული ნორმა არ ყოფილა...

ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც თავდაყირა აყენებს არამარტო აინშტაინის ცნობილ თეორიას, არამედ გადატრიალებით ემუქრება მეცნიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ დაასკვნეს, რომ სინათლის სიჩქარის არათუ მიღწევა, გადაჭარბებაც კი შესაძლებელია.

თუ აქამდე ითვლებოდა, რომ სინათლის სიჩქარე (299 792 კმ/წმ ანუ 299792458 მ/წმ) არის ფიზიკური მუდმივა, რომლითაც მოცემულია ვაკუუმში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების მაქსიმუმი, ახლა ეს თეორია უკვე ეჭვქვეშ დადგა. OPERA–ს ფარგლებში (Oscillation Project with Emulsion-Tracking Apparatus) ჩატარებული პროექტის შემდეგ ცენტრის სწავლულებმა დაასახელეს ნაწილაკი, რომელმაც სინათლის სიჩქარე გადალახა – ამ ნაწილაკს ნეიტრინო ჰქვია და იმდენად პატარაა, რომ ნულოვანი ნიშნულისგან დიდად არც განსხვავდება. სწავლულები ამ აღმოჩენამ იმდენად გააოგნა, რომ მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი კოლეგები ააწრიალეს და მოითხოვეს, ერთობლივი დასკვნა შეემუსავებინათ, სანამ ამ განცხადებას ოფიციალურად გააჟღერებდნენ. Associated Press–მა ყველას დაასწრო და ამ სენსაციური აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. მეცნიერები ამ ნაწილაკისა და თავიანთი კვლევების შესახებ სრულყოფილი ანგარიშის წარდგენას ამ დღეებში აპირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100