სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვისოლი“ „უნიქარდის“ მფლობელებს საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს

„ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად ახლა უკვე საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

„ნავთობპროდუქტებზე ცვალებადი ფასის პირობებში საზოგადოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხელშესახები შეღავათი მიიღოს საწვავის შეძენისას. 10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლებით ყოველ ლიტრ საწვავზე, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. ამავდროულად „უნიქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვს ბონუს ქულებიც დააგროვონ სასურველი საჩუქრებისთვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. 2013 წელს კომპანიამ ავტოგასამართი სადგურების მთელს ქსელში პირველად საქართველოში საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია - ავტომატიზაციის სისტემა დანერგა, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლისა და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი მაღალტექნოლოგიური გარანტიაა. შესაბამისად, „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100