ბაღდადში "მის ერაყი 2015" საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული "მის ერაყი 2015" ტარა ფარესი საკუთარ ავტომობილში დაცხრილეს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ალ-არაბია ავრცელებს.
30 წლის მოდელს ორი ტყვია თავში, ხოლო ერთი გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი.
2015 წელს, კონკურსში გამარჯვების შემდეგ ტარა ფარესი ევროპაში გაემგზავრა და გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა. მას შემდეგ ის თამამად ტვირთავდა ინსტაგრამზე თამამ ფოტოებს, რაც თავისი წარმომავლობისთვის ეს არც თუ ისე მისაღები იყო, თუმცა გამომძიებლებს უჭირთ იმის თქმა, იყო თუ არა ტარას საქმიანობა მკვლელობის მიზეზი.
კომენტარი