სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის ახალი პირველი ლედის ჩაცმის სტილი - რა ეცვა ბრიჯიტ მაკრონს ინაუგურაციაზე?

ორი დღის წინ ელისეის სასახლეში საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, 39 წლის ემანუელ მაკრონის ინაუგურაცია იყო. თუმცა ქვეყნის პირველი პირი არ იყო ერთადერთი, რომელიც ყურადღების ქვეშ მოექცა - მოდის კრიტიკოსები ახალი პირველი ლედის 64 წლის ბრიჯიტ მაკრონის ჩაცმულობას განიხილავდნენ აქტიურად.

დღის მთავარი სალაპარაკო თემაც ლედი მაკრონის სტილი გახდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ მან ამერიკის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მიბაძა და პრეზიდენტად კურთხევის ცერემონიალზე ცისფერი სამოსით გამოცხადდა. რამდენიმე თვის წინ მელანიამ ინაუგურაციაზე Ralph Lauren-ის სამოსი მოირგო. ბრიჯიტმა კი საფრანგეთს არ უღალატა და ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ის დიზაინით შეკერილი კაბითა და პიჯაკით წარსდგა საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება ფეხსაცმელსა და ჩანთას, ისინი რძისფერი იყო და ვიზუალს სისადავეს მატებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოდის კრიტიკოსები ამ ორი დეტალის ერთ ფერში გადაწყვეტას უგემოვნობად თვლიან, პირველი ლედი საკმაოდ მომხიბვლელად და გემოვნებიანად გამოიყურებოდა.

მიუხედავად ასაკისა, ბრიჯიტ მაკრონს ჯერ კიდევ შეუძლია თავს უფლება მისცეს მუხლამდე კაბებში გამოეწყოს, რადგან ფიგურა ჯერ კიდევ არაჩვეულებრივ ფორმაში აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100